დონაციის პირობები

როგორ იხარჯება ჩემს მიერ გადახდილი თანხა?

თქვენგან მიღებული თანხები მიემართება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე და გამოიყენება მხოლოდ თქვენს მიერ არჩეული პროექტის დაფინანსებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ შემოწირულობის გაკეთების ეტაპზე, უკვე შეგროვებულია თქვენს მიერ შერჩეული პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხა, ან/და პროექტის განხორციელებისას მოხდა თანხების დაზოგვა, თქვენი შემოწირულობა ან/და დაზოგილი თანხები მიემართება „ტყის მეგობრის“ ვებგვერდზე განთავსებული სხვა პროექტის დაფინანსებაზე.

ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება იწყება პროექტით განსაზღვრული თანხის სრულად შეგროვების შემდეგ.

ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის აღდგენის პროექტის განხორციელებისათვის მომსახურების შესყიდვის გზით უზრუნველყოფს პროექტით გათვალისწინებული მასალების (მაგ. შესაღობი მასალა, ნერგი და სხვა) შეძენას, მომსახურების შესყიდვის ან/და ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკისა და მუშა-ხელის დაქირავებას. სააგენტო უპირატესობას ანიჭებს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ხოლო, სამუშაოები სრულად ხორციელდება მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით.

გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, კონკრეტული ტყის აღდგენის პროექტის განხორციელების შესახებ ანგარიში (მ.შ ფინანსური ანგარიში) გამოქვეყნდება www.forestfriend.ge -ზე, ასევე, მოგეწოდებათ მოთხოვნისთანავე.

რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ახლდება დღეში ერთხელ.

გადახდებთან დაკავშირებული შეფერხების ან/და კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@forestry.gov.ge

ერთჯერადი დონაცია

ერთჯერადი დონაციისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ კონკრეტული თანხა, ან ჩაწეროთ ხელით.

GEL

პირადი ინფორმაცია

სახელი *

გვარი *

ელ-ფოსტა *

გადარიცხვის საბუთი გამოიგზავნება ამ მისამართზე.

ტელეფონი


ერთჯერადი დონაცია

0.00 GEL

საკომისიო

1.00 GEL

ჯამი

1.00 GEL

დონაციის ღილაკზე დაჭერით ვეთანხმები მომსახურების პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

საბანკო გადარიცხვისთვის დააკოპირეთ ანგარიშის ნომერი, ან დაგვიკავშირდით.


„ტყის მეგობარი“ გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პროექტი, განახორციელოთ ერთჯერადი გადახდა, დააფინანსოთ პროექტი სრულად, ან გააკეთოთ არაკონკრეტული ტიპის შემოწირულობა თქვენთვის სასურველი თანხით.