პროექტები
ამბროლაური - ღვიარა

ფართობი: 107 ჰა

ბიუჯეტი: 374 500 ₾

დაეხმარე ტყეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს


ადგილმდებარეობა: რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ღვიარის სატყეო, კვარტალი N36, 39, ლიტერი N5-10; 12,13,15,17,19,21

 

ფართობი: 107 ჰექტარი

 

აღდგენის ღონისძიების სახე: ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა

 

განხორციელების პერიოდი: 1 წელი (მოვლა 3 წელი)

 

ბიუჯეტი: 374 500 GEL

 

მ.შ მოვლა (2024-2026): 256 800 GEL

 

100% დაფინანსებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ

 

მიზანშეწონილობა: ბუნებრივი ტყეების  აღდგენა ტყის ბუნებრივი  განახლების გზით გვაძლევს  ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად მდგრად, პროდუქტიულ, სიცოცხლისუნარიან ტყის კორომებს, ხელოვნურად გაშენებულ ტყის კორომებთან შედარებით. საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს  2010 წლის ნახანძრალ  ტერიტორიას, სადაც დიდი სიხშირის წიფლნარი კორომიია, რომელთა უმრავლესობას, დაბლარი ხანძრის შედეგად, დაზიანებული აქვთ ფესვის ყელი, რის შედეგადაც დასუსტებულნი არიან და მიმდინარეობს ხეების ნელი ხმობა. დროთა განმავლობაში ასეთი ეგზემპლარები  ვერ უძლებენ  ქარისა და დიდი თოვლის ზეწოლას და იმტვრევიან, ემატებიან ხანძრის შედეგად ფართობზე არსებულ ჩახერგილობას და კიდევ უფრო  მეტად ზღუდავენ ჯანსაღი ხეებნიდან ჩამოცვენილი  თესლების  ნიადაგში ჩაცვენასა და აღმოცენებას. გარდა ამისა,  არსებული ჩახერგილობის გამო, ფართობზე გაზრდილია ხანძარსაშიშროების რისკი.

 

მიზანი: სტიქიური მოვლენებისა და მოსალოდნელი კლიმატური ცვლილებების მიმართ მდგრადი, ბუნებრივი ტყის ეკოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც შეასრულებს ნიადაგდაცვით, წყალმარეგულირებელ, კლიმატმარეგულირებელ ფუნქციასა და სხვა ეკოსისტემურ მომსახურებას.

ბუნებრივი, შერეული ტყის შექმნა

3 წლის შემდეგ ფართობზე უნდა არსებობდეს ძირითადი სახეობები: წიფლის და ნაძვის არანაკლებ 3000 ცალი მოზარდი 1 ჰექტარზე. 

 

აღდგენის ღონისძიების სახე: ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა 

 

ტყის ბუნებრივი განახლების უზრუნველსაყოფად საპროექტო ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს

  • ფართობის გაწმენდა ჩახერგილობისგან
  • ნიადაგის აჩიჩქვნა მექანიზირებული წესით;
  • მოვლა. 

 

შედეგები:

  • ტყის აღდგენილი ეკოსისტემა
  • შემცირებული ხანძარსაშიშროების რისკები
  • 321 000 გახარებული ხე
  • 20795,6 ტ ჩაჭერილი ნახშირორჟანგი
  • 15132,9 ტ გამომუშავებული ჟანგბადი
  • ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების ზრდა და შემოსავლების დამატებითი წყაროების შექმნა
უკან
გაზიარება