კონფიდენციალურობის პოლიტიკა
თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის განმავლობაში და შემდგომში.
ლოგ ფაილები და cookies
ჩვენ ვიყენებთ Cookie ფაილებს რათა შევძლოთ მუდმივად გავაუმჯობესოთ ვებგვერდის ხარისხი და დავამყაროთ ეფექტური კომუნიკაცია. საიტით სარგებლობის გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით cookie პოლიტიკას.
Cookie საშუალებით ჩვენი საიტის მომხმარებელთა ქცევის მონიტორინგს ვახორციელებთ, იმისათვის, რომ ვიზიტორებს გავუადვილოთ საიტით სარგებლობა და გავაუმჯობესოთ მისი ხარისხი.
,,მზა ჩანაწერები’’ (cookie) მცირე ზომის ფაილებია, რომლებიც საიტზე ვიზიტისას ინახება მომხმარებლის კომპიუტერში, პლანშეტში, ან მობილურ მოწყობილობაში. ისინი რჩება თქვენს მოწყობილობაში და საიტს უბრუნდება, როცა კვლავ ეწვევით იმავე მისამართს.
ჩვენი საიტი სარგებლობს ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით. სხვა ვებგვერდების მსგავსად, ჩვენც ვიყენებთ Cookies. ლოგ ფაილები და Cookies გამოიყენება იმისთვის, რომ ვებგვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:
• IP მისამართი;
• მოწყობილობის ტიპი;
• ბრაუზერი;
• ვებგვერდის ვიზიტის დრო, თარიღი და ხანგრძლივობა;
• რომელი პლატფორმიდან დამისამართდება მომხმარებელი www.forestfriend.ge -ის ვებგვერდზე;
• ინფორმაცია www.forestfriend.ge -ის ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ - რა პროდუქტები მოინახულა მომხმარებელმა.
ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.
ამგვარი ინფორმაციის დამუშავების მიზანია:
• გავაანალიზოთ ტრენდები;
• ვებგვერდის მართვა;
• აწარმოოს სტატისტიკა;
• თვალი ადევნოს მომხმარებლების ქმედებებს ვებგვერდზე გამოცდილების შექმნის მიზნით;
• ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;
• რჩევებისა და რეკომენდაციების მისაცემად.
ვებგვერდის გამოყენების დაწყებისას მომხმარებელს აქვს საშუალება დაეთანხმოს cookies. თუ მომხმარებელი არ დააჭერს შესაბამის ღილაკს და შეტყობინების მიუხედავად გააგრძელებს ვებგვერდით სარგებლობას, ამგვარი ქმედება ჩაითვლება მომხმარებლის მიერ თანხმობად.
Cookie-ს პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.
თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და მათი დამუშავება:
თქვენ ამ დოკუმენტის საფუძველზე, თქვენი თანხმობით ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ თქვენი იმ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, რომელთაც გვაწვდით ჩვენი ინტერნეტ პლატფორმებითა და ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, და მათ შორის, ჩვენ ვებ-გვერდზე განთავსებული ფორმების შევსებით ან სხვაგვარად თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენთვის მოწოდებით. ასევე, ადასტურებთ და გვეთანხმებით თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
თქვენ მიერ, პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ თანხმობით აცხადებთ და ადასტურებთ, რომ აღნიშნული პერსონალური მონაცემების, მათ შორის, სახელი და გვარი, იურიდიული პირის, ორგანიზაციის სახელი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მობილურის ნომერი, ან/და სხვა სახის პერსონალური ინფორმაციის დამუშავება შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი მიზნ(ებ)ით:
1. პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა და მიზანი
1.1 ,,სააგენტოს’’ საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე მომსახურების გაწევის მიზნით;
1.2 ,,სააგენტოს’’ საქმიანობის ფარგლებში და მისგან გამომდინარე კონსულტაციის გაწევის მიზნით;
1.3 მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ან/და მისი განახლების მიზნით;
1.4 თქვენი გამოცდილების და ინტერესების დახარისხების მეშვეობით თქვენი მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისი სტრატეგი(ებ)ის შემუშავება და ანალიზის საფუძველზე შესაბამისი მომსახურების შემოთავაზებ(ებ)ის შემუშავება;
1.5 თქვენი უსაფრთხო და მოსახერხებელი ფუნქციონირების, ასევე, ინფორმაციის მოწოდების ეფექტურობის მიზნით;
1.6 ,,სააგენტოს’’ მიერ მიღებული დავალებ(ებ)ის, კონტრაქტ(ებ)ისა, შეთანხმებ(ებ)ისა და სხვა ვალდებულებ(ებ)ის ეფექტურად შესრულების მიზნით, რაც აუცილებელია თქვენი ინტერესებისთვის და ,,სააგენტოს’’ მიერ თქვენ წინაშე ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შესრულებისთვის;
1.7 თქვენ მიერ დასმული კითხვების დამუშავებისა და მასზე პასუხის გაცემის, უკუკავშირის მიზნით;
1.8 თქვენი ღონისძიებ(ებ)ისთვის რეგისტრაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიზნით;
1.9 ტექნიკური დახმარების ან/და კონსულტაციის გაწევის მიზნით;
2. მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მოქმედების სფერო
2.1 წინამდებარე პოლიტიკა სრულად ვრცელდება სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ პერსონალური მონაცემების ავტომატური, ნახევრად ავტომატური, ან არაავტომატური საშუალებებით მონაცემთა დამუშავებაზე და გამოიყენება პერსონალური მონაცემების დაცვის პროცესში.
2.2 აღნიშნული პოლიტიკა ვრცელდება ,,სააგენტოს’’ მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე, კონტრაქტორებზე, ყველა იმ პირზე, რომელთა მონაცემებიც მუშავდება ,,სააგენტოს’’ მიერ, ასევე, მონაცემთა მიმღებზე და იმ უფლებამოსილ პირებზე, რომლებიც „სააგენტოს“ სახელით ან მისთვის ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს.
3. პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები და პრინციპები
3.1 სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოში პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
3.1.1. არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;
3.1.2. მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
3.1.3. მონაცემთა დამუშავება საჭიროა „სააგენტოს“ მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად;
3.1.4. მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად;
3.1.5. მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია;
3.1.6. მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა თავად მონაცემთა სუბიექტმა;
3.1.7. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების საფუძველზე მომსახურების გაწევის მიზნით;
3.1.8 კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
3.2 მონაცემთა დამუშავება ხდება კონკრეტული პრინციპების შესაბამისად:
3.2.1 სამართლიანობა და კანონიერება - პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, პიროვნების ღირსების შეულახავად;
3.2.2 მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნის არსებობა - აუცილებელია არსებობდეს კონკრეტული მიზანი, რისთვისაც ხდება მონაცემთა დამუშავება. სხვა მიზნებით მონაცემების გამოყენება დაუშვებელია.
3.2.3 პროპორციულობა და ადეკვატურობა - მონაცემები უნდა დამუშავდეს იმ მინიმალური მოცულობით, რაც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად; თავად მონაცემებიც, ამ მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.
3.2.4 ნამდვილობა და სიზუსტე - მონაცემები უნდა იყოს ნამდვილი და ზუსტი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს, ასევე, გადამოწმდეს ინფორმაციის წყაროს სანდოობა, გასწორდეს მცდარი და არაზუსტი მონაცემები;
3.2.5 პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა - პერსონალური მონაცემები უნდა ინახებოდეს კანონით განსაზღვრული ვადით ან იმ ვადით, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად. მიზნის მიღწევის შემდეგ, ისინი უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ფულის გათეთრებასთან ბრძოლის კანონმდებლობა ითვალისწინებს მონაცემთა შენახვის ხუთწლიან ვადას, თუ არ არსებობს მონაცემთა უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვის საკანონმდებლო საფუძველი.
3.3 დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით. კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს.
4. მონაცემთა დამუშავება უფლებამოსილი პირის მეშვეობით
4.1 წინამდებარე პოლიტიკის პირობებიდან გამომდინარე, „სააგენტო“ გარკვეული მონაცემების დამუშავებისას შესაძლოა წარმოადგენდეს მონაცემთა დამმუშავებელს და მისი სახელით, ან მისთვის მონაცემების დამუშავება ხდებოდეს უფლებამოსილი პირის მიერ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „სააგენტოს“ გაფორმებული აქვს უფლებამოსილ პირთან შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმებამდე სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველთვის წინასწარ რწმუნდება მხარის სანდოობაში და ხელშეკრულებით ითვალისწინებს უფლებამოსილი პირის ვალდებულებას, მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემების დაცვას.
5. მონაცემთა უსაფრთხოება
5.1 სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოში მიღებულია ისეთი გონივრული ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რაც უზრუნველყოფს სააგენტოს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისგან, მოპოვებისგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან.
5.2 „სააგენტოში“ მკაცრად არის დაცული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა. მათზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, ვისაც მონაცემების დამუშავება სჭირდებათ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
6. მონაცემთა სუბიექტის უფლებები და ვალდებულებები
6.1 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მოსთხოვოს „სააგენტოს“ ინფორმაცია საკუთარი მონაცემთა დამუშავების თაობაზე. ასეთ დროს სააგენტო მოთხოვნის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას:
• რომელი კატეგორიის მონაცემები მუშავდება მის შესახებ;
• რა მიზნით მუშავდება მონაცემები;
• რა სამართლებრივი საფუძვლით მუშავდება მონაცემები;
• რა გზით შეგროვდა პერსონალური მონაცემები;
• გაცემულა თუ არა მისი მონაცემები მესამე პირზე, ვისზე გაიცა, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
6.2 ზემოაღნიშნული ინფორმაცია მოთხოვნის სუბიექტს მიეწოდება არაუგვიანეს 10 დღისა თუ პასუხის გაცემა მოითხოვს:
• ინფორმაციის სხვა დაწესებულებაში ან სტრუქტურულ ერთეულში მოძიებასა და დამუშავებას ან მასთან კონსულტაციას;
• მნიშვნელოვანი მოცულობის, ერთმანეთთან დაუკავშირებელი დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;
• სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.
6.3 მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს „სააგენტოს“ იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ შეგროვდა და დამუაშვდა კანონის საწინააღმდეგოდ, მოსთხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, დაბლოკვა, განახლება, დამატება, წაშლა, ან განადგურება. ამ შემთხვევაში, კომპანია შესაბამის რეაგირებას ახდენს შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში.
6.4 მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების გარეშე, მოითხოვოს (მონაცემების დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება) სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის გაცხადებული თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ „სააგენტო" პერსონალურ მონაცემებს ამუშავებდა მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის მიერ გამოხატული თანხმობის საფუძველზე, „სააგენტო“ უზრუნველყოფს შესაბამისი ქმედების განხორციელებას ასეთი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
7. საკონტაქტო ინფორმაცია: სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს პერსონალური მონაცემის დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@forestry.gov.ge.