

რას წარმოადგენს პლატფრომა „ტყის მეგობარი“
ტყის მეგობარი წარმოადგენს მოხალისეობრივ პლატფორმას და შეიქმნა იმისთვის, რომ გააერთიანოს საზოგადოება საქართველოს ტყეზე ზრუნვის, მოვლისა და აღდგენისთვის.ტყის მეგობარი ყველას აძლევს საშუალებას, იყოს ტყეების, როგორც საერთო საგანძურის, შენარჩუნების, გაუმჯობესების და შესაბამისად, ქვეყნისა და საზოგადოების ჯანსაღი გარემოს განვითარების მნიშვნელოვანი მონაწილე.
ტყის მეგობრის უკან დგას პროფესიონალების გუნდი, რომლებიც ზრუნავენ იმაზე, რომ თითოეული სამუშაო დაგეგმილი და განხორციელებული იყოს ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დაცვით და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
თქვენი ჩართულობით ჩვენ შევძლებთ ჩვენი მისიის შესრულებას და შევქმნით ტყის გულშემატკივარი ადამიანების გაერთიანებას, რომლებიც ზრუნავენ ტყეზე, თანამშრომლობის გზით წვლილი შეაქვთ ტყეების შენარჩუნებასა და მათი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებაში.
მისია
ხედვა
სანდო
ჩვენ ვქმნით ნდობისა და ეფექტური თანამშრომლობის ატმოსფეროს. ჩვენ ვითვალისწინებთ სხვების აზრს და იდეებს. ხელს ვუწყობთ ღია დიალოგის არსებობას. ჩვენ ვაფასებთ გუნდურ მუშაობას, გულწრფელ და ღია ურთიერთობებსმუდმივად განვითარებადი
ჩვენ მუდმივად ვაახლებთ ჩვენს ცოდნასა და უნარ ჩვევებს. უახლესი ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო გამოცდილების საშუალებით, ჩვენ ვაუმჯობესებთ, როგორც ტყის დარგვა გაშენების, ასევე მისი მართვის პროცესებს.მზრუნველი
ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე და ვეხმარებით ადამიანებს, რომ მიაღწიონ ჰარმონიას ბუნებასთან. ჩვენ ვცდილობთ ყველას მოვექცეთ სითბოთი და ყურადღებით, მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ სიტუაციაში. ჩვენ ვქმნით უსაფრთხო გარემოს და გაგრძნობინებთ თავს დაცულად.კორპორატიული თანამშრომლობა
როგორც კორპორატიულ პარტნიორს „ტყის მეგობარი“ გაძლევთ საშუალებას შეასრულოთ თქვენი გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებები, გამოირჩეოდეთ პასუხისმგებლობით, იყოთ სამაგალითო და წვლილი შეიტანოთ საქართველოს ტყის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში.